ტრენინგის მეექვსე დღე
გავიხსენეთ განვლილი მასალა. განვიხილეთ მოსწავლეთა პროექტების შეფასების რუბრიკა ინტელის
საგანმანათლებლო სახელმძღვანელოდან .
შევიმუშავეთ პროექტის შესაბამისი მოსწავლის ბუკლეტი, მოსწავლის ბუკლეტის შეფასების რუბრიკა.
სასურველია, შევაფასოთ ის პროდუქტები, რომლებსაც პროექტის შედგად ვიღებთ:პრეზენტაციები,ბლოგები,ბუკლეტები და ა.შ.
ვისწავლეთ ბლოგებზე.
მე შევიმუშავე ასევე მოსწავლის ბლოგის შეფასების რუბრიკა. შეფასების სქემები ისე უნდა შევადგინოთ,
რომ ყურადღება გავამახვილოთ 21-ე საუკუნისა და მაღალი დონის უნარების განვითარებაზე.მეტად საინტერესო
იყო ტექნიკური მხარე, როგორი შეიძლება იყოს ბლოგი ტექნიკურად მაღალ დონეზე დამუშავებული.
შევისწავლეთ ფოტოალბომის შექმნა და ბლოგზე გადატანა.
გთავაზობთ მოსწავლის მიერ დამზადებული ბუკლეტის ნიმუშს:
Комментариев нет:
Отправить комментарий