მეორე დღე

დღე დავიწყეთ წინა დღეს ნასწავლი მასალის გამეორებით და გადავედით ახალ მასალაზე. ტრენერმა გაგვაცნო დღის წესრიგი და მიზნები.
  •  გავეცანით პუბლიკაციის მნიშვნელობას,იმას თუ როგორ შევძლებთ მისი დახმარებით სასკოლო საზოგადოების დაინტერესებას;
  • ვნახეთ და დავათვალიერეთ უკვე არსებული ბუკლეტის შაბლონები;
  •  შევქმენით ბუკლეტები, რომლებშიც უნდა განგვეხილა პროექტების მნიშვნელობა და აუცილებლობა რეკლამის ფორმით.
  •  განვიხილეთ თითოეული დამზადებული შაბლონი და გავეცანით   ვორდში პუბლიკაციების შექმნას.ჩემი დამზადებული ბუკლეტი ეხება არა უშუალოდ რომელიმე პროექტს,არამედ ზოგადად პროექტის აქტუალობას,იმას თუ როგორ უწყობს პროექტით სწავლება ხელს სხვადასხვა სახის უნარ-ჩვევების განვითარებას.
დღევანდელიდღე საინტერესო და ნაყოფიერი იყო.













Комментариев нет:

Отправить комментарий