ტრენინგის დასახელება - ,,ინტელის საბაზისო კურსი''
ჩატარების ადგილი - გორის #7 საჯარო სკოლა
ჩატარების დრო - 19.10.2013
ტრენერი - ქეთევან ცერაძე
განმახორციელებელი ორგანო - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
ტრენინგის პირველი დღე ძალიან საინტერესოდ დაიწყო. მსმენელებმა გავიცანით ერთმანეთი, ვისაუბრეთ პროექტების შესახებ. ტრენერმა გაგვაცნო ინტელის მიზნები და ამოცანები. განვიხილეთ კურსის პირველი მოდულის- პროექტებით სწავლება - მთავარი აქცენტები და მოსალოდნელი შედეგები. ძირითადი აქტივობებიდან გავეცანით
- გავეცანით როგორ დავგეგმოთ სასწავლო პროექტები ეფექტურად;
- გავეცანით პროექტის მიზანს,ამოცანებს,მოთხოვნებს;
- შევქმენით საქაღალდე რომელიც დაგვეხმარება ტრენინგის მსვლელობის დროს შევინახოთ,დავახარისხოთ შექმნილი მასალები.
- დავათვალიერეთ სხვათა ნამუშევრები,შეფასების სქემები,გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების ჩამონათვალს;
- შევქმენით ტრენინგის მსვლელობის ამსახველი ბლოგი,სადაც მუდმივად შევძლებთ ინფორმაციის განახლებას;
რაც შეეხება პრობლემებს, მქონდა შენელებული ინტერნეტი, მიჭირდა თავის დროზე მუშაობა. იმედი მაქვს შემდეგ დღეს ხელს შემიწყობს ქსელი.
Комментариев нет:
Отправить комментарий