კურსის რეფლექსია


ყველა ტრენინგი საინტერესოა პროფესიული განვითარების თვალსაზრისით, მაგრამ ჩატარებულ ტრენინგებს შორის, რასაც კი დავსწრებივარ,ინტელის ძირითადი სასწავლო კურსი ყველაზე მეტად მომეწონა, ძალზე საინტერესო იყო, რადგან აქ შევისწავლეთ პროექტებით სწავლება. გავეცანით რვა მოდულს. მართალია, სამუშაო მრავალფეროვანი იყო, მოკლე დროში საკმაოდ ბევრი ინფორმაციის მოსმენა და გადამუშავება მიწევდა, ამას ემატებოდა პრაქტიკული სავარჯიშოები, მაგრამ, ვფიქრობ შედეგიანი და ნაყოფიერი იყო ჩემი მუშაობა, რაც აისახება ბლოგზე.


პირველ დღეს გავეცანით ინტელის ძირითადი კურსის მიზნებს, გზამკვლევს, ვისწავლეთ რა არის ვიუერი, ჩეკლისტი,შევქმენით პორტფოლიოს საქაღალდე , შევქმენით ბლოგი.

მეორე დღეს დაკმაყოფილდა ჩემი ინტერესი და აქამდე დასმული უამრავი შეკითხვა ,რაც პროექტებით სწავლებას უკავშირდებოდა, გავეცანით პროექტებს, დავამზადეთ ბუკლეტები. ვისწავლეთ ბლოგში სურათის ჩასმა.


მესამე დღეს გავაცანით სტანდარტს, ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე. გავაანალიზე რა კითხვებთან არის დაკავშირებული პროექტის სწორად განხორციელება.

მეოთხე დღეს განვიხილეთ შეფასებები.რაც, ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესია პროექტებით სწავლების დროს, შევადგინეთ დროში გაწერილი გეგმები, შევისწავლეთ პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია, პორტფოლიოს შექმნა და ბლოგზე გადატანა.

მეხუთე დღეს ვისწავლეთ გამოყენებული ლიტერატურის შაბლონები, კომენტარები ბლოგზე, შევქმენით მოსწავლის ნიმუშის ბლოგი. ვისწავლეთ ბლოგის სათაურის შეცვლა, ბლოგის წაშლა, აღდგენა. ვისწავლეთ, რომ გაჯეტი არის ტექნოლოგიური ინსტრუმენტი.

მეექვსე დღეს გავეცანით მოსწავლის პრეზენტაციას, შეფასებებს, ვიმუშავეთ ბლოგზე.

ტრენინგის მე- 7 დღეც საინტერესო აღმოჩნდა.ამ მოდულში გავეცანით, რომ პროექტზე მუშაობისას აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა მოსწავლის საჭიროება. ვისწავლეთ ბლოგის გაჯეტში საათის, კალენდრისა და სხვა საჭირო ინფორმაციის ჩასმა, ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე.

მერვე დღეს შევქმენით ფასილიტაციის რესურსი. გადავხედეთ პორტფოლიოს და ავტვირთეთ ბლოგზე.

ტრენინგის მე-9 დღეს ვისწავლეთ ბლოგის გვერდების ჩასმა. შევქმენით ალბომი და გადავიტანეთ ბლოგზე. ბოლოს ტრენინგის თითოეულმა მონაწილემ წარადგინა პროექტი.

ჩემი აზრით, ინტელის სასწავლო პროგრამა აქტუალურია, რადგან ამ პროგრამით 21-ე საუკუნის იმ უნარ- ჩვევების განვითარებას ვთავაზობთ მოსწავლეებს, რომელთა გარეშეც დღევანდელი სკოლა წარმოუდგენელია.

Комментариев нет:

Отправить комментарий