დღევანდელი დღე განსაკუთრებული იყო,თითქოს თვალის დახამხამებაში გაიარა დრომ. ვფიქრობ, ინტელის სასწავლო კურსი ნაყოფიერი, საინტერესო, აუცილებელი და გამოყენებადი ტრენინგი იყო მასწავლებლებისთვის.მეცხრე დღე დაიწყო საინტერესოდ. განვიხილეთ შემდეგი საკითხები:
- ტრენინგის დასაწყისში თავი მოვუყარეთ მთელ გავლილ მასალას, გადავხედეთ პროექტის პორტფოლიოს და შევიტანეთ ცვლილებები, შევავსეთ, დავასრულეთ.
- მზა საქაღალდე(პორტფოლიო) ავტვირთეთ ჯერ ფოსტის დრაივში, შემდეგ მივაბით ბლოგზე. თუმცა, ვფიქრობ, რომ ბევრი რამე დასახვეწი მაქვს და სახლში გავაგრძელებ.
- ტრენინგის მონაწილეებმა გავაკეთეთ მოკლე პრეზენტაციები ჩვენი პროექტის შესახებ, მივეცით მეგობრული რჩევები ერთმანეთს, რომლებსაც, ალბათ, გავითვალისწინებთ თითოეული ჩვენგანი.
- შევაჯამეთ პროექტი, გავაკეთეთ პროექტის რეფლექსია და ვისაუბრეთ პროექტის მნიშვნელობაზე.ტრენინგზე ნასწავლ მასალას აუცილებლად გამოვიყენებ სასწავლო პროცესში.
კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი პროექტის ხელმძღვანელებს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრსა და ტრენერ ქეთი ცერაძეს დაუზოგავი და გულმოდგინე მუშაობისათვის. დიდი მოლოდინით დაველოდები ქეთის ზარს შემდეგი ტრენინგისთვის.
Комментариев нет:
Отправить комментарий