воскресенье, 3 ноября 2013 г.

პროექტებით სწავლება

პროექტები შესაძლებლობას იძლევა, სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექსტს, მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა.

ინტელის სასწავლო კურსი მასწავლებლებს სთავაზობს პროექტებით სწავლებას. პროექტები შესაძლებლობას იძლევა, სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექტს, მოსწავლეებს განუვითაროს 21-ე საუკუნის სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა.

ინტელის ძირითად კურსში მასწავლებლები შეისწავლიან, თუ როგორ შექმნან ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები, როგორ განსაზღვრონ მათი მომზადებისათვის საჭირო სავარაუდო დრო, როგორ იმუშაონ სასწავლო პროექტის გეგმაზე.

მთავარი კითხვა:
როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შესაფასებლად?

საკვანძო კითხვები:
როგორ დაეხმარება პროექტები ჩემს მოსწავლეებს სასწავლო სტანდარტის მიღწევასა (ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგზე გასვლაში) და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში?
როგორ გამოვიყენოთ პროექტები სწავლის პროცესის გაუმჯობესებისთვის?

ამოცანები:
ინტელის ძირითადი კურსის მიზნებისა და მოლოდინების განსაზღვრა;
პროექტის პორტფოლის შექმნა;
პროექტის დაგეგმვისა და პროექტების სწავლებაში დანერგვის მიდგომის განხილვა
პროექტების გამოქვეყნება სხვებისთვის გასაზიარებლად;
ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტის განხორცილება, რომლის მიზანია მაღალი დონის სააზროვნო და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარება.

воскресенье, 20 октября 2013 г.

მე-2 დღე


მეორე დღე ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო:
  •  გავეცანით პუბლიკაციის მნიშვნელობას,იმას თუ როგორ შევძლებთ მისი დახმარებით სასკოლო საზოგადოების დაინტერესებას;
  • ვნახეთ და დავათვალიერეთ უკვე არსებული ბუკლეტის შაბლონები;
  •  შევქმენით ბუკლეტები
ჩემი დამზადებული ბუკლეტი ეხება არა უშუალოდ რომელიმე პროექტს,არამედ ზოგადად პროექტის აქტუალობას,იმას თუ როგორ უწყობს პროექტით სწავლება ხელს სხვადასხვა სახის უნარ-ჩვევების განვითარებას.

 დღე დავიწყეთ წინა დღეს ნასწავლი მასალის გამეორებით და გადავედით ახალ მასალაზე. ტრენერმა გაგვაცნო დღის წესრიგი და მიზნები.
ამის შემდეგ გავეცანით საინფორმაციო ბუკლეტებს, მის შაბლონებს და შევუდექით დაამზადებას, რომლებშიც უნდა განგვეხილა პროექტების მნიშვნელობა და აუცილებლობა რეკლამის ფორმით. განვიხილეთ თითოეული დამზადებული შაბლონი და გავეცანით   ვორდში პუბლიკაციების შექმნას.

Добавьте подпись