1) საავტორო უფლებები: მოვახდინეთ ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული სამართლებრივი და ეთიკური პრაქტიკის მოდელირება და სწავლა. გავეცანით საავტორო უფლებებს, წყაროს ციტირებას, ასევე გავეცანით გამოყენებული ლიტერატურის მარტივ შაბლონს.შევქმენით დოკუმენტი და შევინახეთ საავტორო უფლებების საქაღალდეში.
2)მოსწავლის ნიმუშების განხილვა- გავეცანით სასწავლო კურსის ვებ გვერდზე განთავსებულ მოსწავლეთა ნიმუშებს და ვიმუშავეთ მოსწავლეთა როლში, შევქმენით ბლოგი, როგორც მოსწავლეებმა. გთავაზობთ მითითებულ ბლოგს
3)ბლოგის ინსტრუმენტების გარჩევა- განვიხილეთ ბლოგის შექმნა, რედაქტირება, გვერდების დამატება, ლინკების ჩასმა...
ტრენინგი იყო ძალიან აქტიური და ნაყოფიერი. თითოეული დღე ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა, მიხარია, რომ ვსწავლობთ ყველა იმ დეტალს, რომელიც დამეხმარება მუშაობაში. დიდი მადლობა ტრენერს, ქალბატონ ქეთი ცერაძეს და მასწავლებელთა სახლს, რომ ზრუნავთ მასწავლებელთა განვითარებისათვის.
Комментариев нет:
Отправить комментарий