воскресенье, 20 октября 2013 г.

მე-2 დღე


მეორე დღე ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო:
  •  გავეცანით პუბლიკაციის მნიშვნელობას,იმას თუ როგორ შევძლებთ მისი დახმარებით სასკოლო საზოგადოების დაინტერესებას;
  • ვნახეთ და დავათვალიერეთ უკვე არსებული ბუკლეტის შაბლონები;
  •  შევქმენით ბუკლეტები
ჩემი დამზადებული ბუკლეტი ეხება არა უშუალოდ რომელიმე პროექტს,არამედ ზოგადად პროექტის აქტუალობას,იმას თუ როგორ უწყობს პროექტით სწავლება ხელს სხვადასხვა სახის უნარ-ჩვევების განვითარებას.

 დღე დავიწყეთ წინა დღეს ნასწავლი მასალის გამეორებით და გადავედით ახალ მასალაზე. ტრენერმა გაგვაცნო დღის წესრიგი და მიზნები.
ამის შემდეგ გავეცანით საინფორმაციო ბუკლეტებს, მის შაბლონებს და შევუდექით დაამზადებას, რომლებშიც უნდა განგვეხილა პროექტების მნიშვნელობა და აუცილებლობა რეკლამის ფორმით. განვიხილეთ თითოეული დამზადებული შაბლონი და გავეცანით   ვორდში პუბლიკაციების შექმნას.

Добавьте подпись